"ვერაფერს გეტყვით" - ომბუდსმენი კეზერაშვილის საქმეზე
დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის უწყებისთვის 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, სახალხო დამცველი არ აფასებს.
ამის მიუხედავად ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ქვეყანაშ არცერთი ტელევიზია არ უნდა დაიხუროს.
ვერაფერს გეტყვით კეზერაშვილის საქმეზე. რაც შეეხება ტელევიზიას, ვისურვებდი, რომ არცერთი ტელევიზია ამ ქვეყანაში არ დახურულიყოს. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, - თქვა ომბუდსმენმა.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დღეს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამბობს, ხელისუფლების ინტერესს, რეალურად, ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება წარმოადგენს.