ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერ იქნება, კეზერაშვილის ფული სისხლიანია - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ განაჩენი, რომელიც დავით კეზერაშვილს სააპელაციო სასამართლომ გამოუტანა, მცირედია. ირაკლი კობახიძის თქმით, კეზერაშვილის ფული სისხლიანი და რეკეტით ნაშოვნია, ხოლო ტელევიზიის ფლობა მისვის ინდულგენცია ვერ იქნება.
მისი ფული ეს არის სისხლიანი ფული, ეს არის რეკეტით ნაშოვნი ფული, ეს არის ძარცვით ნაშოვნი ფული და როდესაც მას უწევს 5 მლნ ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ის მინიმალური სასჯელი, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც ამ ადამიანს აქვს ჩადენილი თავის დროზე. რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის თავის ტელევიზიას. ეს კაცი მოქმედებს დღეს სისხლიანი ნაძარცვი ფულით და ამას სჭირდება სატანადო პასუხი, პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისგან, - ამბობს კობახიძე.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დღეს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამბობს, ხელისუფლების ინტერესს, რეალურად, ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება წარმოადგენს.