"ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ" - დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოში

21.03.23 13:40
"ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ" - დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურია მობილზიებული. ოპოზიციის პროტესტი შალვა პაპუაშვილის გამოსვლას მოჰყვა. 

"ნაყიდი პროტესტი" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ქუჩაში გამოსული სტუდენტების პროტესტს და ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკის აუდიტორიაში შეტანა მისთვის მიუღებელი და არასწორია. 

პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციამ იყიდა იმ სტუდენტები ხმა, რომლემაც პროტესტი გამოხატეს რუსული კანონის გამო. 

"ჩვენ ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" მართული და პირდაპირ ენმ-ს აქტივისტების შეგზავნა რომ ხდებოდა აუდიტორიებში. ერთმა სტუდენტმა გაითამაშა ეს პროტესტი. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თსუ-ს სტუდენტი კი არა, არამედ საერთოდ სტუდენტი არ არის. არავინ არ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა. როდესაც მართული და ნაყიდი პროტესტი არის, ამაზეა საუბარი".- თქვა პაპუაშვილმა

სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე უწოდა. 

ყველა არ არის თქვენსავით გასაყიდად გამოტანილი. ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ".- თქვა სამადაშვილმა.

დაპირისპირებაში ჩაერთო მამუკა მდინარაძეც. "ოცნების" ლიდერმა სიტყვით სალომე სამადაშვილს მიმართა და ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოლშევიკები უწოდა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა კი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა ბოდიში მოუხდაოს სტუდენტებს და დათო წურაშვილს

"როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა. თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში სტუდენტებს, თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ტურაშვილს". - განაცხადა ახვლედიანმა.

"ოცნებიდან" წასასვლელად გამზადებული დეპუტატები სესიაზე ისევ არ მივიდნენ. უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც პარტიის და სავარაუდოდ, პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს საჯაროდ გამოჩენა ისევ ვერ გაბედეს. სერგეენკოს, კოვზანაძის, ჩაჩიბაიას, ხელაშვილის და იობაშვილის სკამები სხდომათა დარბაზში ცარიელია.