კეზერაშვილს ფული კიდევ აქვს მოპარული, "ფორმულას" არაფერი დააკლდება - ვოლსკი
პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ ის 5 მლნ ევრო, რომლის გადახდაც დავით კეზერაშვილს სასამართლომ დააკისრა, ტელეკომპანია "ფორმულას" ვერ დააზარალებს. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, კეზერაშვილს კიდევ ბევრი ექნება ნაშოვნი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილს ამ 5 მლნის გარდა, რომელიც ქართულ ჯარს მოპარა, კიდევ აქვს გარკვეული თანხა და "ფორმულას" არაფერი დააკლდება. მე ასე მგონია. მეორე საკითხი არის ის, რომ არ უდან მოეპარა ფული. დადასტურებულია, რომ გარკვეული თანხა, რომელიც იყო განსაზღვრული ქართული ჯარისთვის, მოხვდა ობშერულ ზონაში მის ანგარიშზე. 2008 წლის მერე კაცი გახდა მილიონერი, ყველაზე მდიდარი ადამიანი. ალბათ აქამდე უნდა მოგვეკიდა ხელი, იქნებოდა სწორი, - თქვა ვოლსკიმ.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დღეს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამბობს, ხელისუფლების ინტერესს, რეალურად, ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება წარმოადგენს.