ცვლილებები "ოცნებაში" - კობახიძე კონკრეტულ თარიღს ასახელებს

21.03.23 13:58
ცვლილებები "ოცნებაში" - კობახიძე კონკრეტულ თარიღს ასახელებს

ცვლილებები "ოცნებაში" - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდში, ამაზე კონსულტაციებს ალბათ ერთი კვირა დასჭირდება. 

რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძის შემთხვევაში, რომელიც რუსული კანონის მიღებისას სხდომათა დარბაზი დატოვა, კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატს ამის მიზეზი ჰქონდა.

სხვადასხვა მიზეზით ბევრი დეპუტატი ვერ ესწრება სხდომას, რაც შეეხება გვარებს, რომლებსაც შესაძლოა გუნდის ფარგლებში უკავშირდებოდეს გადაადგილება, ამას დაგიკონკრეტებთ შესაბამის დღეს. საუბარია, ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრებზე, მათ არავითარი ბედის გადაწყვეტა არ სჭირდებათ, არც დასაქმება, არც არაფერი. ისინი არიან გუნდის ღირსეული წევრები. თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ორმხრივი კონსულტაციები და შესაძლოა ამას დასჭირდეს ერთი კვირა. რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მისი გასვლა პარლამენტიდან, არ უკავშირდებოდა არავითარი ფორმით იმ, კანონპროექტს, რაც იყო დაინიცირებული. მას ჰქონდა თავისი მიზეზი, თვითონ განმარტავს ალბათ. მას სურს დაბრუნება კერძო სექტორში", - ამბობს კობახიძე. 

"ოცნებიდან" წასასვლელად გამზადებული დეპუტატები სესიაზე ისევ არ მივიდნენ. უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც პარტიის და სავარაუდოდ, პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს საჯაროდ გამოჩენა ისევ ვერ გაბედეს. სერგეენკოს, კოვზანაძის, ჩაჩიბაიას, ხელაშვილის და იობაშვილის სკამები სხდომათა დარბაზში ცარიელია.