"ბოლშევიკები ხართ" - მდინარაძე ოპოზიციას
დაპირისპირება პარლამენტში - მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოლშევიკები ეძახა.
"ოცნების" ლიდერი წყობიდან "ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებამ გამოიყვანა.
სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე უწოდა.
ყველა არ არის თქვენსავით გასაყიდად გამოტანილი. ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე ხართ".- თქვა სამადაშვილმა.