ნოვრუზ ბაირამს გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღეს ზეიმობს - პრეზიდენტი

21.03.23 14:12
ნოვრუზ ბაირამს გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღეს ზეიმობს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ნოვრუზ ბაირამს ულოცავს ყველას, ვინ ამ დღესასწაულს აღნიშნავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში წერს.

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს. ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს. 
ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს, თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთში და მთელ მსოფლიოში. 
ვისურვებდი, რომ ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად, - წერს პრეზიდენტი.