"სიძულვილის მანქანა უნდა შევაჩეროთ" - სააკაშვილი რეპრესირებულ ხელოვანებს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს იმ ხელოვანებს, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ რეპრესიების მანქანა აამუშავა. მიხეილ საალაშვილის წერს, რომ სიძულვილის მანქანა უნდა შეჩერებული უნდა იქნეს.
ჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს - დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს.
სიძულვილის მანქანა უნდა შევაჩეროთ, - წერს სააკაშვილი.
ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი ხელოვანების მიმართ საბჭოთა რეპრესიები დაიწყო. დათო ტურაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა, კლინიკაში მოხვდა. სახელისუფლებო მანქანის შტურმი ტურაშვილზე მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ხმამაღალი პროტესტი გამოხატა.
რეპრესიების მსხვერპლი გახდა გიორგი კეკელიძეც - კიდევ ერთი მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი საზოგადოებრივი პოზიცია ღიად გამოხატა. კეკელიძემ მარო მაყაშვილის სახელობის პირველი სტიპენდია წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონას მიაკუთვნა.