დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე

21.03.23 14:26
დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე

დაკავების ორდერი არ ნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდება საკმარისი არ არის - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გამოტანილ ვერდიქტს. 

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ჰააგას სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. კითხვაზე, ომის დანაშაულის ბრალდება ნიშნავს თუ არა.

დამნაშავის იდენტიფიცირება, ეს არის სასამართლოს საქმეა. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს. ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში, რაც არის ძალიან მძიმე, ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, მძიმე პროცესია: მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები. ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფასა და პრობლემის დაძლევაზე. ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში ომის დამთავრება, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ.

რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას, ეს არის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს საქმე და შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს", - ამბობს კოპბახიძე. 

მმართველი პარტიის ლიდერმა კითხვას, რატომ ეშინია პუტინს დამნაშავე უწოდოს, კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა მხოლოდ ის, რომ " არავის არაფრის ეშინია". 

პუტინზე დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ 2008 წელი და წინა ხელისუფლება გაიხსენა: 

არავის არაფრის არ ეშინია, მე გაგახსენებთ 2008 წელს. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს და როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე მაშინ უნდა აჩვენო სითამამე. წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით, ომამდე არ ჰქონდათ შიში და ომის დროს შეეშინდათ და ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო, თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა შენს ქვეყანაში. ეს შიში არამარტო გამართლებულია არაქმედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენის ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე"- თქვა კობახიძემ.