სერგეენკომ თქვა გადავიღალე და წავალ, დავისვენებო, ეს "ოცნების" რღვევაა ახლა? - წაქაძე
"ოცნებაში" არსებულ გადაადგილებებსა და წასვლებზე მმართველი გუნდის დეპუტატები გამამართლებელ მიზეზებს ეძებენ.
ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ "ოცნებაში" რღვევა არ არის, უბრალოდ ზოგი გადაირალა და დასვენება გადაწყვიტა.
ახლა ამილახვარი წავიდა მინისტრად, რა ეს რღვევაა ახლა. კოვზანაძეს მე როგორც ვიცი, აქვს თავისი გეგმები. სერგეენკომ ხომ თქვა გადავიღალეო და წავალ დავისვენებო. ზოგი გადაიღალა ეტყობა და დასვენება უნდა". - ამბობს ბეჟან წაქაძე.
"ოცნებიდან" წასასვლელად გამზადებული დეპუტატები სესიაზე ისევ არ მივიდნენ. უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც პარტიის და სავარაუდოდ, პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს საჯაროდ გამოჩენა ისევ ვერ გაბედეს. სერგეენკოს, კოვზანაძის, ჩაჩიბაიას, ხელაშვილის და იობაშვილის სკამები სხდომათა დარბაზში ცარიელია.