"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე გაათავისუფლეს

21.03.23 14:33
"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე გაათავისუფლეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღიო. მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გოირაოს გადაწტვეტილება მოსამართლემ მამუკა ანდღულაძის სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო. 

მოსამართლემ ცვლილება შეიტანა ბათამის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში და მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ზედმეტად მკაცრი იყო ამ ადამიანისთვის და იმ ქმედებასთან მიმართებაში, რაც არის ჩადენილი. შესაბამისად მიმაჩნია, რომ იგივე რისკები, რაც არის საქმეში წარმოჩენილი შესაძლებელია, რომ ყოფილიყო გამოყენებული გირაო და გამოიყენა გირაო. 3000 ლარი განისაზღვრა გირაოს სახით, იქიდან გამომდინარე, რომ გაითვალისწინა მისი სოციალური მდგომარეობაც ასევე.“ - თქვა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია მასთან კითხვების დასასმელად სახლში მივიდა, მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.

მამუკა ანდღულაძე "ალტ ინფოს" რადიკალური მოძრაობის წევრია. სწორედ მან ჩამოგლიჯა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა და შემდეგ თანამოაზრეებს დასაწვავად გადასცა. 

ანდღულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა), 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.