დიმიტრი სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ - მდინარაძე
გეგმავს თუ არა მმართველი პარტია ან პარლამენტის ეთიკის კომისია დიმიტრი სამხარაძის მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტის შესწავლას - მამუკა მდინარაძე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
უმრავლესობის ლიდერი მედიის წარმომადგენლებს "ოცნების" დეპუტატის ბულინგში და ორმაგ სტანდარტში ადანშაულებს. მდინარაძის თქმით, მედია ენმ-ს ფაშიზმს და ბოლშევიზმს უგულებელყოფს და მხოლოდ საპასუხო რეაქციებს ამჩნევს.
ნება მომეცით, თქვენი კითხვაც შევაფასო, რადგან მე ჩემი აზრი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, შვილებზე, მაგრამ, როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო რეაქციას, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი. როდესაც თქვენ არ იმჩნევთ ენმ-ის ფაშიზმსა და ბოლშევიზმს და მხოლოდ საპასუხო რეაქციას იმჩნევთ. ეს ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ, – უპასუხა მდინარაძემ.
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც მას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარძე ემუქრება. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები გაყალბებულია.