აფგან მუხთარლის გატაცების საქმე პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს - გიგაური სახ.დეპ-ის ანგარიშზე

21.03.23 14:39
აფგან მუხთარლის გატაცების საქმე პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს - გიგაური სახ.დეპ-ის ანგარიშზე

 ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოსთვის დამღუპველს უწოდებს  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

გიგაური ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მუხთარლის გატაცების საქმე ივანიშვილს უკავშირდება.

„აფგან მუხთარლის გატაცების საქმე პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული განცხადებები გააკეთა კიდევაც სოსო გოგაშვილმა. ის იყო ფაქტიურად მამხილებელი ამ საქმის. როგორც ჩანს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ აქვთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი და დამანგრეველი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის", - ამბობს გიგაური.

კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.

ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.