ხელისუფლებას სურს, ჟურნალისტებმა პროფესიაზე უარი თქვან - კაპანაძე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე

21.03.23 15:18
ხელისუფლებას სურს, ჟურნალისტებმა პროფესიაზე უარი თქვან - კაპანაძე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე

 მედია ომბუდსმენი ნათია კაპანაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელაზე თავმდამსხმელის გათავისუფლებას ეხმიანება. 

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, ჟურნალისტებმა პროფესიული მოვალეობის შესრულება საერთოდ შეწყვიტონ. 

„დღევანდელი გადაწყვერტილება არის დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ აღიარების მედიის როლს, არამედ სურს რომ საერთოდ შეწყვიტონ ჟურნალისტებმა პროფესიული მოვალეობის შესრულება. დღევანდელი გადაწვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს მედიის როლს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სურვილი, ფორმულას მაუწყებლობა შეწყდეს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესიც არის სწორედ აი ამ მიზნის შესრულების ერთ-ერთი მცდელობა.“- განაცხადა ნათია კაპანაძემ. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღიო. მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, 3000 ლარიანი გოირაოს გადაწტვეტილება მოსამართლემ მამუკა ანდღულაძის სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო.