"ავადმყოფო, საცოდავო და არაკაცო" - ხათუნა სამნიძე დაჩი ბერაიას
მორიგი დაპირისპირება პარლამენტში - "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დაჩი ბერაია "რესპუბლიკელების" ლიდერს, ხათუნა სამნიძე ფულის აღებაში დაადანაშაულა. ბერაიას არ დაუკონკრეტებია თუ რაში აიღო ფუკლი სამნიძემ.
ამ განცხადებას ოპოზიციონერი ლიდერის აღშფოთება მოჰყვა. მან დაჩი ბერაიას მოსთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რაში აიღო თანხა.
რა ფული ავიღე, შენ ნორმალური ხარ? წესიერად ილაპარაკე, ფულს რაში იღებ, ნუ იძახი, შე ავადმყოფო შენ. შე პატარა კაცო, შე არაკაცო, ფულს ვინ რაში იღებს შე საცოდავო შენ. ვინ ღალატობს ქვეყანას შე ავადმყოფო შენ. შე ოროსანო, წიგნი წაიკითხე". - უთხრა სამნიძემ ბერაიას.
ხათუნა სამნიძემ დაპირისპირებისას შალვა პაპუაშვილსაც მიმართა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, თავიანთ თანაგუნდელებს ერთხელ მაინც მისცეს შენიშვნა.
ერთხელ მაინც შენიშვნა მიეცით თქვენი გუნდის წევრებს, ბატონო შალვა. დედის მაგინებლებს და ასეთბეს", - უთხრა სამნიძემ პაპუაშვილს.