სამხარაძეს აქვს კონკრეტული საფუძველი - კობახიძე მაგინებელ დეპუტატს იცავს

21.03.23 15:23
სამხარაძეს აქვს კონკრეტული საფუძველი - კობახიძე მაგინებელ დეპუტატს იცავს

დიმიტრი სამხარაძის მუქარა თანაგუნდელებისთვის მისაღებია.   "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უმრავლესობის დეპუტატს იცავს  და ამბობს, რომ სამხარაძის "ნაცმოძრაობის" მიმართ თავისი საფუძვლიანი დამოკიდებულება აქვს. 

დიტო სმახარაძემ უარყო ასეთი მუქარა, თუმცა ის უპასუხებს, ბუნებრივია, ამ შეკითხვას, მე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ვიდრე არ მეცოდინება დეტალები. მე როგორც ვიცი, მან ფბ-ზე გაავრცელა შესაბამისი გაცხადება. დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი“ , რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი. ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები, - თქვა კობახიძემ. 

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც  მას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარძე ემუქრება. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები  გაყალბებულია.