სამხარაძის მუქარით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ - დეკანოიძე
ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ დიმიტრი სამხარაძის მუქარით სამართლდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატის შეურაცხმყოფელი ლექსიკა ყველასთვის ცნობილია და სამხარაძე ყოველთვის ზიზღის ეპიცენტრში იყო.
ეს არის პირდაპირი მუქარა. ჩვენ ვიცით მისი ლექსიკა როგორიც არის და რა დამოკიდებულებაც აქვს ამ ადამიანს. ზოგადად, ეს ადამიანი არის ზუსტად ეპიცენტრში ამ ზიზღის გავრცელების და განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, ეს არის პირდაპირი მუქარა, რომლითაც ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ და სამართლდაცავი ორგანოები რომ მუშაობდნენ, პირდაპირ დაინტერესდებოდნენ სამართლდამცავი უწყებები, - ამბობს დეკანოიძე.
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც მას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარძე ემუქრება. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები გაყალბებულია.