სამართლებრივ ქვეყანაში სამხარაძეს მანდატს დაატოვებინებდნენ - სალომე სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, დიმიტრი სამხარაძის მუქარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში უმრავლესობის დეპუტატს მანდატს დაატოვებინებდნენ და საქმით სამართლდამცავები დაინტერესდებოდნენ.
ეს არის ფიზიკური განადგურების მუქარა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, რომ სამართლებრივ ქვეყანაში არათუ დეპუტატის მანდატის დატოვებას მოსთხოვდნენ ამ ადამიანს, არამედ დაიწყებოდა გამოძიება შესაბამისად, მაგრამ საკუთარ რიგებში მათ სჭირდებათ მოძალადეები, მათ სჭირდებათ ის, ვინც დაემუქრება თანამოქალაქეებს, იმიტომ, რომ ასევე ემუქრება პაპუაშვილი, კობახიძე და ყველა სხვა მაგალითად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში, - თქვა სამადაშვილმა.
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც მას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარძე ემუქრება. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები გაყალბებულია.