"ოცნება" პრორუს მოძალადეს იცავს
ქართული ოცნების წევრი, ნათია ზავრადაშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელს იცავს. პროპრუსი მოძალადის მხადამჭერი განცხადებები დეპუტატმა სესიაზე გააკეთა.
მმართველი პარტიის წევრის, ირმა ზავრადაშვილის მტკიცებით, მამუკა ანდღულაძე ძალადობამდე ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ მიიყვანა.
„რაც შეეხება ოზურგეთში „ტვ პირველის“ მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს, ჟურნალისტი მიდის ონკოლოგიურ პაციენტთან, მარტოხელა მამასთან, რომელიც მარტო ზრდის 5 შვილს. იქამდე მიჰყავს, რომ ადამიანი მიმართავს ძალადობას. ნუ ჰგონია ნურავის, რომ ძალადობა მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ არის დასაგმობი. ძალადობა დაუშვებელია, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მათ შორის ჟურნალისტისგანაც"- განაცხადა ზავრადაშვილმა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავმდამსხმელი მამუკა ანდღულაძე სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღიო. მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.