ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდა - ადვოკატი კეზერაშვილის განაჩენზე
ადვოკატი ედუარდ მარიკაშილი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის დღევანდელი განაჩენი "ფორმულას" გაჩუმების მცდელობაა. იურისტის თქმით, ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს კრიტიკული მედიის გაჩუმება წარმოდგენს.
დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად. სხვა მოტივები ამ ყველაფერს არ გააჩნია. რაც არ უდა თქვას თავდაცვის სამინისტრომ, რომ მათი მიზანი არ არის „ფორმულას“ წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. და მხოლოდ და მხოლოდა ჩადენილი დანაშაულის ფარგლებს ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, დღევანდელი გადაწყვეტილება, რეალურად არის „ფორმულას“ გაჩუმებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯ და დაახლოება ამ პროცესისადმი, ვინაიდან ხელისუფლებას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს კრიტიკული აზრი, - თქვა მარიკაშვილმა.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დღეს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამბობს, ხელისუფლების ინტერესს, რეალურად, ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება წარმოადგენს.