სააკაშვილს და მის გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება-თქო, იგივეს გეუბნებით თქვენ - უსუფაშვილი
"ლელოს" ლიდერი დავით უსუფაშვილი "ოცნებას" სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ბედს უწინასწარმეტყველებს და მმართველ პარტიას მოუწოდებს გონს მოვიდეს.
უსუფაშვილი წუხს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა დეპუტატების ოჯახის წევრებზეც აისახება და მათ შვილებსა და დედებს სტკენთ. ამიტომაც მამრთველ პარტიას მოუწოდებს, რომ ნუ ატარებენ ასეთ პოლიტიკას.
მიშა სააკაშვილს პერსონალურად და მის უახლოეს გარემოცვას ვეუბნებოდით, თქვენი უფლებები ჩვენი დასაცავი გახდება, ისეთ რამეებს აკეთებთ უკვე. ახლა, პატივცემულო კოლეგებო, თქვენ მოგმართავთ, უკვე გადახვედით ისეთი რაღაცების კეთებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ აი ამ უბედურებებში, რაც ახლა თქვენც შეგეხოთ და ძალიან ვწუხვარ, დედისთვის, შვილისთვის და თითოეული იმ საყვარელი ადამიანისთის, ვინც ჩვენს გამო ტკივილს იღებს, ეს არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ნუ ატარებთ ამ სახელმწიფო პოლიტიკას, თორემ ისევ იმ წრეზე დავტრიალდებით. გონს მოდით!" - განაცხადა უსუფაშვილმა პლენალურ სხდომაზე.