ხელისუფლებას სურს, ჟურნალისტებმა პროფესიული საქმიანობა შეწყვიტონ - მედიაომბუდსმენი კეზერაშვილის განაჩენზე
დავით კეზერაშვილის განაჩენს, რომელსაც სააპელაციომ 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, მედიაომბუდსმენი ეხმიანება. ნათია კაპანაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას სურს, ჟურნალისტებმა პროფესიული საქმიანობა შეწყვიტონ.
დღევანდელი გადაწყვეტილება არავის უკვირს, თუმცა გასაკვირია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა ჟურნალისტებისადმი, როდესაც ის ამბობს, რომ აღიარებს მედიის როლს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ აღიარებს მედიის როლს, არამედ სურს, რომ საერთოდ შეწყვიტონ ჟურნალისტებმა პროფესიული მოვალეობის შესრულება, - ამბობს კაპანაძე.
სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დღეს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა და 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ამბობს, ხელისუფლების ინტერესს, რეალურად, ტელევიზიის დახურვა და გაჩუმება წარმოადგენს.