"ოცნებამ" იზოლაციის კალათაში გადაგვსვა და მარტოს გვტოვებს რუსეთთან - ბოკერია

21.03.23 16:01
"ოცნებამ" იზოლაციის კალათაში გადაგვსვა და მარტოს გვტოვებს რუსეთთან - ბოკერია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ოცნებამ" საქართველო იმ ქვეყნების რიგეში გადაიყვანა, ვინც ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით მიდიან.

ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს ისტორიული მომენტი გამოეყენებინა, საქართველოს მარტოს ტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. 

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე კომენტარს აკეთებს, მწვავე ანგარიშის შემდეგ "ოცნების" ლიდერების განცხადებეზე და ამბობს, რომ "ოცნებამ" მარტო NGO-ები კი არა, მთელი დასავლეთი მტრად გამოაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ზოგადად ამ ანგარიშებში ფოკუსირებულია პრობლემებზე ანუ, დალაგებულ ქვეყნებშიც შეიძლება იყოს ბევრი კრიტიკა. ოღონდ არის ხარისხობრივი განსხვავება. ჩვენ ამ რეჟიმმა გადაგვიყვანა იმ კალათაში ქვეყნებში, რომლებიც ფუნდამენტურად მიდიან არასწორი მიმართულებით. მარტო NGO-ებს კი არა, მთლიანად, მთელ დასავლეთს მტრად აცხადებს ამ ყველაფრის გამო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ამ რეჟიმმა, იმის ნაცვლად, რომ გვესარგებლა ამ ისტორიული მომენტით და წინ წავსულიყავით, გადაგვსვა იზოლაციის კალათაში და ამ ყველაფრით მარტოს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე". - ამბობს გიგა ბოკერია. 

კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.

ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.