შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება - კობახიძე ოლიგარქების დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებაზე

21.03.23 16:09
შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება -  კობახიძე ოლიგარქების დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებაზე

"არ ვიცი ვინ არიან და რას ამბობენ ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრები" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოთხოვნას, რომლებმაც ევროკავშირისგან საქართველოსა და მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება ოფიციალურად მოითხოვეს. 

კობახიძემ თქვა ისიც, რომ "შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება".

„პირველ რიგში, არ ვიცი საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობენ არ საუბრობენ ვინ საუბრობენ და ასე შემდეგ. მეორე, შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება. რაც შეეხება კრემლთან კავშირს საუბარს, როცა არავითარი მტკიცებულება არ გაქვს, პირიქით ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს არც კრემლთან და არც რუსეთთან, ზოგადად მაინც საუბრობ ასეთ რაღაცეებზე, აქ პოლიტიკური ინტერესი ძალიან ნათელია და ძალიან მკაფიოა.“- თქვა კობახიძემ.