მოხვდება თუ არა ევროკაშირის სანქცირებულთა სიაში ივანიშივლი - რას ამბობენ ოპოზიციაში?

21.03.23 16:29
მოხვდება თუ არა ევროკაშირის სანქცირებულთა სიაში ივანიშივლი - რას ამბობენ ოპოზიციაში?

დასანქცირების შესახებ ევროპელი მინისტრების განცხადებას "ქართული ოცნების" ოპონენტები აფასებენ. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ  რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა, შეიძლება სანქციების გზით შეჩერდეს. 

მისი თქმით, მინისტრების განცხადებებს ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღების მცდელობამ:

დღეს, რუსეთის ინტერესებში არის ისეთი ქვეყნების დესტაბილიზაცია, როგორიც არის საქართველო და მოლდოვა. ცხადია, რომ ევროპულ დღის წესრიგზე წინ წამოვიდა სწორედ რუსეთის გავლენის ასე ვთქვათ, რა მეთოდები არსებობს ამ ქვეყნებში. სანქციების გზით, შეიძლება შეჩერდეს რუსი ოლიგარქების გავლენა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც მოლდოვა და საქართველოა და ეხლა ვხედავთ სწორედ ამ დისკუსიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღების მცდელობამ, რამაც ძალიან ნათლად აჩვენა რეალურად რა დღის წესრიგი აქვს ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას ჩვენს ქვეყანაში"- აცხადებს სამადაშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძეც. 

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის რუსულ კავშირზე. ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ნებსიმიერ დიდი გავლენის მქონე სახელმწიფოში, მათ შორის ჩვენთან არის ესეთი მაგალითი, ოლიგაქრი წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთის და რათქმაუნდა დემოკრატიისთვის, ასევე საინტერესოა ის რომ  პლახატნუკთან მიმართებაში იხილავენ, ასევე მის გვარს და განხილვაშია სწორედ მოლდოვის ოლიგარქებთან მიმართებაში"- თქვა მან. 

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარიც კი არის უკვე პოლიტიკური განაცხადია: 

„ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე დიდი ხანია არის საუბარი. ვფქრობ ამაზე საუბარიც კი არის უკვე პოლიტიკური განაცხადი და ვფიქრობ, ქართული ოცნება ასჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ ილაპარაკებს ისეთი მუქარის შემცველი განცხადებებით, თავდასხმებით დასავლეთზე რაც გვესმის"- აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. 

ევროპის საგარეოს საქმეთა მინიტრები ევროკავშირს, საქართვლოსა და მოლდოვაში პროპრუსი ოლიგარქრების დასანქიცრებას ოფიალურად თხოვენ.