"ფაშისტური კამპანიის ნაწილია" - მდინარაძე შალვა რამიშვილს იცავს

21.03.23 17:24
"ფაშისტური კამპანიის ნაწილია" - მდინარაძე შალვა რამიშვილს იცავს

შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსულურ ძალადობაში ამხელს.

ქალების ნათქვამის "ოცნებას" არ სჯერა. მამუკა მდინარაძე შალვა რამიშვილს იცავს  და ამბობს, მხილების სერიას ფაშისტური კამპანიის ნაწილს უწოდებს.

ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე, ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა.

შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა.

ნუ ჩაერთვებით ფაშიზმის კამპანიაში. ეს არის ერთდროულად ფაშიზმის და ბოლშევიზმის სინთეზი. ამას სახელი არ აქვს და ამიტომ მიწევს ამდენი ლაპარაკი. 

როდესაც 7 წლის შემდეგ რაღაც ახსენდება ადამიანს, ჩემი შეფასებით, ეს არის ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილი. ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ეს ფაშისტურ კამპანიას ემთხვევა, არის მინიმუმ ძალიან საეჭვო". - ამბობს მდინარაძე. 

მაკო ჯაბუამ, გვანცა ბუდაღაშვილმა და სოფო ახლაიამ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს. სამივე ქალი ამბობს, რომ პრორუსული ტელეკომპანიის ბოსთან გასაუბრებაზე მისულები რამიშვილმა სექსულურად შეავიწროვა.