მუქარა დეპუტატის სახელით - ნუგზარ სულაშვილმა დიმიტრი სამხარაძემ საფრანგეთის პოლიციაში უჩივლა

21.03.23 17:11
მუქარა დეპუტატის სახელით - ნუგზარ სულაშვილმა დიმიტრი სამხარაძემ საფრანგეთის პოლიციაში უჩივლა

პირველი ინტერვიუ კაცთან, რომლსაც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატი მკვლელობით დაემუქრა -  ნუგზარ სულაშვილი დიმიტრი სამხარაძეს საფრანგეთის პოლიციაში უჩივის.

სულაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყველაზე აგრესიული დეპუტატი სიცოცხლის მოსპობით და შვილების განადგურებით დაემუქრა.

სამართალდამცავებს მივმართე, მაგრამ არა საქართველოში, რა თქმა უნდა საფრანგეთში იმიტომ, რომ საქართველოში რომც მივმართო, ეს იქნება ძალიან ფორმალური სახის და ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერს არ გააკეთებს. ვამზადებ მასალებს, კიდევ დამატებით ჩემი ლეპტოპი უნდა მივიტანო, მთხოვეს და დაიწყება ამასთან დაკავშირებით გამოძიება და გამოძიება დადგენს,  ეს „ფეიქ“ გვერდიდან არის გამოგზავნილი თუ მისი გაკეთებული არის.

პირად ფიზიკურ ანგარიშსწორებას და მსგავს ფაქტებს არასოდეს არ გავქცეულვარ და იქ, სადაც უკვე ეხება ჩემს შვილებს,  ამ შემთხვევაში ვერავის ვერაფერს ვერ ვაპატიებ"- ამბობს სულაშვილი. 

მოქალაქე ამბობს, რომ დეპუტატის გინების და მუქარის სამიზნე მამაკაცი მას შემდეგ გახდა რაც მან სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

„მართლა გაოგნებული ვარ. რაიმე პირადი შეურაცყოფა, რომ მიმეყენებინა თუ არ ჩავთვლი, რომ ის თავის პირადად თვლის „ქართულ ოცნებას“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით მაქვს სერიოზული პრეტენზიები და სერიოზული კრიტიკით გამოვირჩევი. სხვა აბსოლიტური არანაირი შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან. ძალიან უხერხულია, როდესაც შენ ამას კადრულობ და მერე კიდევ უფრო გაცილებით უხერხული არის, როდესაც არ შეგიძლია ამის აღიარება"- თქვა მან. 

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც  მას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარძე ემუქრება. დიმიტრი სამხარაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები  გაყალბებულია.