მდინარაძე მოძალადეს ხელს აფარებს - ანა ნაცვლიშვილი

21.03.23 17:50
მდინარაძე მოძალადეს ხელს აფარებს - ანა ნაცვლიშვილი

შალვა რამიშვილის თანამოაზრეს უწოდებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მამუკა მდინარაძეს, გაკეთებული განცხადებების შემდეგ.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლების მიმართ იმის თქმა, რომ აქამდე სად იყვნენ და ხმას რატო არ იღებდნენ, არის ხელის დაფარება მოძალადეზე.

მამუკა მდინარაძეს მინდა გამოვეხმაურო, თქვენი განცხადება, რომელიც მიემართება სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს და ბრალს დებთ იმაში, რომ აქამდე სად იყავით და ხმას რატომ არ იღებდითო, ასეთი პოლიტიკური განცხადებები და ხელის დაფარება მოძალადეებზე, რომლებიც სხვათაშორის სასამართლოს მიერ არიან მხილებული შევიწროვებაში, მათთან ეთერში ჯდომა, ამ ადამიანების მთავარ პროპაგანდისტებად გამოყვანა და მათი იდეოლოგიით ცხოვრება, აი ამ ძალიან დიდ და სწორ შრომას, რომელშიც სხვათაშორის ამ პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ბევრი გათენებული ღამე და შრომა ჩადო,  წყალში ყრის. ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა. თქვენ ხართ ძალადობაში ბრალდებული ადამიანის თანამოაზრე და მასთან თანამშრომლობთ და ის არის თქვენი პარტიის პროპაგანდისტული სახე დღეს", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

მამუკა მდინარაძეს მსხვერპლი ქალების არ სჯერა და შალვა რამიშვილს იცავს. "ოცნების" ლიდერი ამბობს, მხილების სერიას ფაშისტური კამპანიის ნაწილს უწოდებს.

შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსულურ ძალადობაში ამხელს.

მაკო ჯაბუამ, გვანცა ბუდაღაშვილმა და სოფო ახლაიამ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს. სამივე ქალი ამბობს, რომ პრორუსული ტელეკომპანიის ბოსთან გასაუბრებაზე მისულები რამიშვილმა სექსულურად შეავიწროვა.