დანაშაული მძიმეა, დაბრალებაც არანაკლებ მძიმეა - წილოსანი რამიშვილზე
"ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა"- ასე პასუხობს დეპუტატი ნინო წილოსანი ქალებს, რომლებიც შალვა რამიშვილს სექსუალურად შევიწროებაში ადანაშაულებენ.
საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, რათა დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო.
„ამიტომ, ამგვარი ბრალდებისთვის ჩვენი მხრიდან კანონმდებლობა ევროპულთან თანხვედრაშია, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დანარჩენი უკვე არა პოლიტიკოსის, არამედ რელევანტური სტრუქტურების შესაფასებელია.
ყველანი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა მორალური პოლიციის ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ და ბოლოს, სამწუხაროდ, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს ადამიანის, ქალების, უფრო მეტიც, ბავშვების უფლებები და ყველაზე ბოროტი ბულინგის კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, – წერს წილოსანი.
გუუშინ, 20 მარტს შალვა რამიშვილი სექსუალურ ძალადობაში ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ღიად დაადანაშაულა. "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი იგივე დანაშაულში კიდევ ორმა ქალმა ამხილა.