"ფაშისტებო, ბოლშევიკებო" - პარლამენტი პოლიტიკური ბრძოლის ველად იქცა
ხელჩართულ ჩხუბამდე საქართველოს პარლამენტს დღეს ერთ ნაბიჯი დააკლდა - პარტიაში დაწყებული რღვევით გამოწვეული დუმილი "ოცნების" დეპუტატებმა დარბაზში ლანძღვით დაარღვიეს. შეურაცხმყოფელი წამოძახილებით, "ქართული ოცნება" ცდილობდა, ოპოზიცია წყობიდან გამოეყვანა.
ხატია დეკანოიძე, ირაკლი ზარქუას, ხათუნა სამნიძე კი დაჩი ბერაიას დაუპირისპირდა. გაწევ-გამოწევა არ ყოფილა, თუმცა იჩხუბეს ირაკლი კობახიძემ და ხატია დეკანოიძემაც.
"ავადმყოფო", "პატარა კაცო"," საცოდავო", "ოროსანო"- დღეს ამ სიტყვებით მიმართავდნენ დეპუტატები ერთმანეთს.
ოპოზიციამ კიდევ ერთხელ შეახსენა ოცნებას, რომ რუსულ კანონზე ხელ მოწერით მათ ხელი მოაწერეს ქვეყნის ღალატს. სიტყვა მოღალატე კი მმართველი პარტიის წევრებს განსაკუთრებით აღიზიანებთ. ვითარება დარბაზში ხელჩართულ ჩხუბში მხოლოდ იმიტომ არ გადაიზარდა, რომ მანდატურები აშველებდნენ დეპუტატებს. პარლამენტში დღესაც არ გამოჩენილან ოცნებიდან წასასვლელად გამზადებულები. მათ ნაცვლად ლიდერები ცდილობდნენ ჟურნალისტების დარწმუნებას, რომ არც რუსული კანონის და არც სხვა რაიმე მიზეზით მმართველ პარტიაში დაპირისპირება არ არის.
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ვრცლად ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში