POLITICO: სანქციები ოლიგარქებს - რა ბედი ელის ივანიშვილს?

21.03.23 20:08
POLITICO: სანქციები ოლიგარქებს - რა ბედი ელის ივანიშვილს?

საფრანგეთის პირველი დიპლომატი საქართველოსა და მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების დასანქცირებას ითხოვს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური პარიზი მოსალოდნელ სანქციებზე ღიად ალაპარაკდა.   განცხადებები  საფრანგეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წინ გააკეთეს.

ეს ორი ქვეყნა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე სწორედ ოლიგარქების გამო დგას - აცხადებენ დიპლომატები და ევროკავშირისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მსჯელობა სანქციების სიაზე უკვე დაწყებულია. 

მოხვდება თუ არა ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი. 

ამერიკული  გამოცემა POLITICO პირდაპირ წერს, რომ ქართველი ოლიგარქი რუსეთთან მჭიდრო კავშირებით სწორედ  ბიძინა ივანიშვილია.

 დასავლეთმა ივანიშვილის გაფრთხილებების  რესურსი ამოწურა და რეალურ ქმედებებზე გადადის.

იქონია თუ არა გავლენა საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა, ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის სიუჯეტში