მედია მენეჯერების დევნა, პრეზიდენტის წამება, მუხთარლის გატაცება - სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში

21.03.23 20:17
მედია მენეჯერების დევნა, პრეზიდენტის წამება, მუხთარლის გატაცება - სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში

"ქართული ოცნების " პოლიტიკური  განაჩენი - სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში  მიმდინარეობს კრიტიკული მედია მენეჯერების დევნა, მათი უკანონო დაკავებები. ადგილი აქვს პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას.  

57 გვერდიან ანგარიშში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე.    სახელმწიფო დეპარტამენტი პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის   გატაცების საქმე ივანიშვილს უკავშირდება. 

ასეთი  მძიმე შეფასებები ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის განგაშის საფუძველი  იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება "ოცნების" შემთხვევაში.  პრემიერი ღარიბაშვილი დღეს მედიასთან იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ  სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები მისთვის საინტერესო არ არის ,რადგან "დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება".  ღარიბაშვილი ისევ თავს ესხმის მესამე სექტორს და სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს  სახელმწიფო დეპარტამენტის სიცრუეში შეყვანის მცდელობაში.

"ქართული ოცნების " პოლიტიკური  განაჩენი - ვრცლად ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში