დიმიტრი სამხარაძის მუქარა - ფაქტით ფრანგი სამართალდამცავები დაინტერესდნენ

21.03.23 20:22
დიმიტრი სამხარაძის მუქარა - ფაქტით ფრანგი სამართალდამცავები დაინტერესდნენ

გინებითა და ბილწსიტყვაობით გამორჩეული დეპუტატი ხალხს უკვე სიცოცხლის მოსპობით ემუქრება?! -  "დაგმარხავ მაგ ევროპაში"-  წერია მოკლეტექსტურ შეტყობინებაში,  რომრლიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის სახელით საფრანგეთში მცხოვრებ  ნუგზარ სულაშვილს გაეგზავნა. 

უმძიმესი წერილის ავტორის გაღიზიანება სულაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია. 

წერილში სულაშვილს მოკვლით ემუქრებიან. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკვე ფრანგული პოლიციის ხელშია.

ნუგზარ სულაშვილი იძულებული გახდა დახმარებისთვის სამართალდამცველებისთვის მიემართა. სამხარაძე კი ორი დღეა იგინება, აგინებს ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილზე  ცუდს იტყვის.

მაგინებელ დეპუტატს კი დღეს მთელი ქართული ოცნება  გადაეფარა. 

დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, სამხარაძემ თქვა, რომ გავრცელებული სქრინი "ფეიკია"