კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახადა დააკისრეს - "ფორმულას" დაყადაღება ემუქრება?!
ტელეკომპანია "ფორმულა" შესაძლოა, ნებისმიერ წუთს დააყადაღონ - მოსამართლეთა კოლეგიამ დავით კეზერაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ 5 მილიონი ევროს გადახადა დააკისრა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ერთადერთი აქტივი საქართველოში "ფორმულაა". ის მაუწყებლის საკონტროლო პაკეტის 51 % ფლობს, ამიტომ კეზერაშვილის ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ მთელი ამ სპეცოპერაციის მიზანი ფორმულას გათიშვაა.
"ფორმულაში" დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ გუნდს არხის დახურვა უნდა, თუმცა მეოცნებეებს უთვლიან, რომ ბრძოლისთვის მზად არიან.
უკვე ცნობილია, რომ საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შევა და ევროსასამართლოშიც. კრიტიკული არხის შეფები ამბობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს იძულებითი აღსრულებით "ფორმულას" დაყადაღების საშუალებას არ მისცემენ.
სპეცოპერაცია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში