შალვა რამიშვილს სექსულაურ შევიწროებაში ამხელენ
შალვა რამიშვილის სკანდალი - ხელისუფლების პროპაგანდისტს სექსუალურ შევიწროებასა და გარყვნილ ქმედებაში ამხელენ. ყველა ისტორია თითქმის ერთმანეთს ჰგავს და ყველა გამაოგნებელია.
დამალული ამბავი თავდაპირველად ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ გათქვა, ამბობს, რომ რამიშვილი მას დასაქმების სანაცვლოდ გარყვნილ ქმედებას სთავაზობდა. სავარაუდო მსხვერპლის ფეისბუქ პოსტი ვრცელია და ბევრ ინტიმურ დეტალს შეიცავს.
ჯაბუას მიერ გათქმულმა ამბავმა კი სხვა ქალებს მისცა ბიძგი, ხმამაღლა ესაუბრათ. აღმოჩნდა, რომ რამიშვილის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი კიდევ რამდენიმე გოგოა, რომლებსაც რამიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ. POST TV - ის ხელმძღვანელისთვის ეს პირველი სკანდალი არ არის. მას უკვე წაგებული აქვს ორი ინსტანციის სასამართლო თათია სამხარაძესთან, რომელიც რამიშვილს სწორედ სექსუალური შევიწროების გამო უჩიოდა.
შალვა რამიშვილის სკანდალი - ნახეთ, ლიზა ლასერეიშვილის რეპორტაჟი