დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია დაიკავეს - რამიშვილი "ოცნებაზე"
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული შალვა რამიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
რამიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრბმა მასთან დაკავშირებით "სწორი პოზიცია" დაიკავეს.
დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია და მართალი პოზიცია დაიკავეს და მხარი დამიჭირეს ამ აბსურდში ადამიანებმა, რომლებსაც ზოგს პირადად ვიცნობ და ზოგს არა“, – განაცხადა რამიშვილმა.
რამიშვილი ამტკიცებს, რომ „მის წინააღმდეგ კამპანია“ „პოსტ ტვ-ის“ მზარდი რეიტინგის გამო ააგორეს.
" „პოსტ ტვ-ის“ „გავლენა და წონა იზრდება, საჭირო გახდა მისი დაბულინგება“- თქვა მთავრობასთან ასოცირებული არხის ხელმძღვანემა.
მისივე მტკიცებით, კამპანიას "NGO სექტორი და ნაცმიდრეკილი ადამიანები აგორებენ".