კალაძის დაპირების მიუხედავად, თბილისში სამშენებლო კოეფიციენტის გაყიდვა ისევ დაუშვეს - "ლელო"
პარტია "ლელო" კახი კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებს - დავის მიზეზი მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაა.
ირკვავა, რომ დაპიპრიების მიუხედავად, მერია ფულის გადახდის შმეთხვვაში იმაზე უფრო მაღალსართულინი კორუსების მშენებლობის ნებართვბას გასცემს ვიდრე ამას კანონი ითვალსიწინებს.
საბა ბუაძის თქმით, კახა კალაძის მთავარი საზრუნავი იმ დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები.
მინდა, თბილისის მოსახლეობას მოვუყვე, იმ ძალიან მავნე და საშიში ცვლილებების შესახებ, რომელიც ბოლო საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული თბილისის მერიის ინიციატივით. თქვენ იცით, რომ 2019 წლის 15 თებერვალს კახი კალაძემ თბილისელებს ზარზეიმით ახარა, რომ სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვა იკრძალებოდა, თუმცა წინა საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერიამ და საკრებულომ გააჩინეს ახალი ფანჯარა „K2“ კოეფიციენტის გადამეტების, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ახალი შესაძლებლობა ჩნდება თბილისში დეველოპერებისათვის იმისათვის, რომ დამახინჯდეს ჩვენი ქალაქის იერ-სახე.
ეს ცვლილება განხორციელდა, თითქოს ავარიული სახლების რეაბილიტაციისათვის დამატებით თანხების მობილიზების მიზნით, თუმცა ესეც არ შესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკური დაპირებისა, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ჩვენი დედაქალაქის გაყიდული ინტერესებიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოხდეს ავარიული სახლების რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული ზონები არსებობს და გენგეგმით განსაზღვრული არის რამხელა სართული, რამდენი სართულის აშენება შეეძლება დეველოპერს თბილისში, აქ დამატებით კიდევ ახალი ფანჯარა ჩნდება იმისთვის, რომ მოემატოს კოეფიციენტები და ჩვენ ქალაქს მიადგეს წარუშლელი ზიანი.
იცით, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე, ეს არის უდიდესი პრობლემა ველური, აღვირახსნილი, მშენებლობები, რომელსაც დედაქალაქის მერი უწყობს ხელს და ბოლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, არამხოლოდ ის, რომ კალაძე იტყუება და თავის დაპირებას უგულვებელყოფს, არამედ დადასტურდა ისიც, რომ მისი მთავარი საზრუნავი არის დეველოპერების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება, ყველა ის ადამიანი, რომელიც სარგებლობს აი ასეთი პრეფერენციებით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებული არის „ქართულ ოცნებასთან“.
მათი უდიდესი ნაწილი დაკავშირებული არის პირადად კალაძესთან და მის გარემოცვასთან და დიდი ალბათობით, აი ამ ახალი შესაძლებლობის ფანჯარით ასევე ისარგებლებენ ეს ადამიანები, თუმცა ეს ყველაფერი მოხდება თბილისელების ინტერესების საზიანოდ იმიტომ, რომ 14 39 დადგენილებაში შეტანილი აი ეს ცვლილებები პირდაპირ აი ამ რისკებს ცხადყოფს“ - ამბობს საბა ბუაძე.