დავით სონღულაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ წაშალა თავისივე პოსტი რუსულ კანონთან დაკავშირებით

22.03.23 11:15
დავით სონღულაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ წაშალა თავისივე პოსტი რუსულ კანონთან დაკავშირებით

"ტვ პირველმა" "ქართული ოცნების" წევრი, დავით სონღულაშვილი ჩაწერა. ეს ის დეპუტატია, რომელმაც რუსული კანონი სოციალურ ქსელში "ოცნების" შეცდომად გამოცხადა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა. 

ჩემი პოზიცია ძალიან გარკვევით მქონდა ჩამოყალიბებული. მაგას (რატომ წაშალეთ პოსსტი - ჟურნალისტი) რა მნიშვნელობა აქვს?! მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩემი პოზიცია გამოხატული იყო"- თქვა დეპუტატმა. 

სონღულაშვილი ამტკიცებს, რომ პოზიცია არ შეუცვლია. მისი თქმით, რუსული კანონის შინაარსობრივ მსჯელობაში არ შევა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ პოსტის წაშლის დირექტივა, მმართველი პარტიის ტავმჯდომარე, ირაკლი კობახიძისგან არ მიუღია. 

დავით სონღულაშვილის თქმით, არ იცის მიუბრუნდება თუ არა პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საპროტესტო აქციების შედეგად ჩააგდო. 

სონღულაშვილის თქმითვე, რუსული კანონის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიის დატოვების შესახებ საუბარი არ ყოფილა. 

 

 

მსგავსი სიახლეები