მთაწმინდიდან რუსთაველზე 4 წუთში ჩამოხვალთ, საბაგირო წლის ბოლოს დამთავრდება - კახა კალაძე

22.03.23 12:09
მთაწმინდიდან რუსთაველზე 4 წუთში ჩამოხვალთ, საბაგირო წლის ბოლოს დამთავრდება - კახა კალაძე

მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც 2021 წელს დაიწყო,  წლის ბოლოს დასრულდება - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. 

კახა კალაძის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი.

2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოები დასრულებული იქნება და საბაგირო მგზავრებს ჩვეულებრივად მოემსახურება.

მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული სირთულე იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახის გასახლება მოგვიწია, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარებულიყო და შემდეგ ექსპლუატაციაში შესვლისას რამე პრობლემა არ შექმნილიყო ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ ოთხი წუთში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება”, - ამბობს კალაძე.