ხელისუფლება, რომელიც კარტოფილში გაცვლილ ხმებზე დგას, გულანთებულ ადამიანებს ნაყიდებს უწოდებს - შენგელია
სამოქალაქო სექტორის პასუხი შალვა პაპუაშვილს -პარლამენტის თავმჯდომარეს საზოგადოებრივი შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სიცრუის პროპაგანდით ხალხის წინააღმეგ გაერთიანდა.
იურისტ ბაჩანა შენგელიას თქმით, ამორალურია, როდესაც ხელისუფლება, რომელიც ნაყიდ კოორდინატორებზე და რამდენიმე კილო კარტოფილში გაცვლილ ხმებზე დგას, გულანთებულ ადამიანებს ნაყიდებს უწოდებს.
„ნაყიდები როგორ შეიძლება ამ ადამიანებს უწოდო, გულანთებულ ადამიანებს და თან უწოდოს ადამიანმა, რომლის ხელისუფლება უკვე მრვალი წელია, რაღაც რამდენიმე ლარად ნაყიდ კოორდინატორებზე და რამდენიმე კილო კარტოფილში გაცვლილ ხმებზე დგას. სრულიად ამორალური განცხადებაა", - ამბობს ბაჩანა შენგელია.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი ნიკა მოსიაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან კულტურისა და განათლების მოღვაწეების მიმართ რეპრესიები იქნება, რადგან მოსიაშვილის თქმით, ეს ხალხი მორჩილების მიღმაა და მათზე ტალახის სროლა წამოვა.
„უფრო მეტი დეპრესია იქნება, შეეცდებიან მაინც იმიტომ, რომ სტუდენტები, თუნდაც ცნობილი სახეები, კულტურის თუ განათლების მოღვაწეები, აი ამ ადამიანების მიმართ იქნება რეპრესია იმიტომ, რომ დაინახა „ქართულმა ოცნებამ“, რომ სწორედ აი ეს ხალხი გყავს ესე, რომ ვთქვათ მორჩილების მიღმა არის დარჩენილი და აი აქიდან გამომდინარე მათზე წამოვა ეს ტალახის სროლა.“ - ამბობს ნიკა მოსიაშვილი.
"გაყიდულები და 1000 ლარიანები" - ასე მოიხსენია შალვა პაპუაშვილმა სტუდენტები, რომელიც რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება გახდა სწორედ, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიზეზი.