დაპირისპირება პარლამენტში - ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

22.03.23 12:43
დაპირისპირება პარლამენტში - ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - "ხალხის ძალის" წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი მოგლიჯა და ოპიზიციის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. 

"პირველების"  კორესპოდენტის ცნობით, თავდაპირველად, ერთმანეთს სიტყვიერად დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ, ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძის მიმართულებით ისროლა.