ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა

22.03.23 13:20
ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა

გაურკვეველი ახალგაზრდების ჯგუფი სამი ოპოზიციური პარტიის შეხვედრის პარალელურად შენობასთან აქციას მართავს. 

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ვინაობას და სახეებს საგულდაგულოდ მალავენ,  პოლიტიკოსები შენობაში შეურაცმყოფელი შეძახილებით შეაცილეს.

აგრესიული დაჯგუფების წევრებს თან ტრასპარანტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიღბები ჰქონდათ.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ "ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები კითხვებზეც არასეროზულად პასუხობენ, ამბობენ, რომ შპს "სამ გიას" წარმოადგენენ და სწორედ ვირაც უცნობმა "გიამ" გადაუხადათ ფული და აქციაზეც გიამ გამოგზავნათ.

"ვაქირავებ კომნატას და ვყიდი როდინას" - ასეთი შეძახილებით, მიგზავნილები ამბობენ, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ აქციაზე მიგზავნილებს რცხვენიათ, რასაც აკეთებენ და სწორედ ამიტომ მალავენ სახეს.

„როცა, ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. როცა ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არცერთი ჩვენთაგანი სახეს არ მალავას, ისინი კი სახეს მალავენ, როდესაც აი ასე მოდიან და „დებოშს“ ტეხენ. აქ აი ეს არის განსხვავება და ესა არის დიაგნოზი, რომ მათ სრცხვენიათ იმისი რასაც აკეთებენ.“- ამბობს სერგო ჩიხლაძე.