ნაკაიძეს მიკროფონი უმრავლესობის წევრმა, მგალობლიშვილმაც ესროლა - პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

22.03.23 13:09
ნაკაიძეს მიკროფონი უმრავლესობის წევრმა, მგალობლიშვილმაც ესროლა - პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა

პარლამენტში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ტარიელ ნაკაიძეს ვიქტორ ჯაფარიძის გარდა,  მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.

ხელჩართულ ჩხუბს წინ სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ამის შემდეგ კონფლიქტში "ხალხის ძალის" წევრი ცაერთო, მიკროფონი მოგლიჯა და ოპოზიციონერ კოლეგას ცაარტყა. 

რამდენიმე წუთში ტარიელ ნაკაიძის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

"აგენტო"- ისმოდა პარლამენტში.