პარლამენტში, მთავარი ტრიბუნის "ოცნებისთვის" დათმობა და ენმ-ს ბოიკოტი სწორად არ მიაჩნია - ნაცვლიშვილი

22.03.23 13:50
პარლამენტში, მთავარი ტრიბუნის "ოცნებისთვის" დათმობა და ენმ-ს ბოიკოტი სწორად არ მიაჩნია - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, მთავარი ტრიბუნის "ოცნებისთვის" დათმობა და ენმ-ს მხირდან გამოცხადებული ბოიკოტი სწორად არ მიაჩნია.

ნაცვლიშვილი მთლიანად იზიარებს ხატია დეკანოიძის პოზიციას, რომ ენმ სესიებს უნდა დაესწროს და ამბობს, რომ პარლამენტში ყოფნას და რეალურ ბრძოლას მნიშვნელობა დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ბოლო დღეებმა განსაკუთრებით აჩვენა, რომ პარლამენტში ყოფნას და რეალურ ბრძოლას აქვს მნიშვნელობა, ხალხისთვისაც გარეთ და ქვეყნისთვისაც და პარტნიორებისთვისაც ამიტომ მე მეგონია, რომ მთავარი ტრიბუნის ეხლა ოცნებისთვის დათმობა ეს არის, რაც მათ სურთ. თუ სადმე სხვაგან უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეპიცენტრია გავიგებ ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთებას, მაგრამ როცა ასეთი სხვა პოლიტიკური ეპიცენტრი არ არის, ამ მომენტისთვის და ტოვებ ტრიბუნას ვისთვის რუსული ოცნებისთვის მე ეს არ მიმაჩნია სწორად.“- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ის პარტიის გადაწყვეტილებას, გამოუცხადოს საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი პრინციპულად არ ეთანხმება. 

"გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფრაქციაში, ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება ჩემი ყოფნა"- თქვა დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".