სტუდენტების სასამართლო პროცესი - შსს-მ მტკიცებულებები ვერ წარადგინა
რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ გომალურის უწყებას მტკიცებულებები რ აქვს.
ათობით ადამიანს, ვინც პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციაზე დააკავეს, შიანაგნ საქმეთა სმინისტრო ბრალს ვერ უმტკიცებს.
მათ მიერ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები პოლიციას არ აქვს. ამიტომ უწყება პროცესების გადაგებას ითხოვს:
„5 აპრილს, თუ ყველაფერი სამართლიანად წარიმართება, რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს. მე ვიცი რომ ვარ უდანაშაულო, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა დამენიშნება აუცილებლად. ბრალდება არის ხულიგნობა. მე არცერთ ჩემ ბრალდებას არ ვაღიარებ. ერთადერთი, რასაც ვაღიარებ არის ის, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა ვიდექი იქ ჩემი ქვეყნის ინეტერესებისთვის. ვიდექი იქ, რომ საქართველო არ გახდებოდა რუსეთის გუბერნია, კიდევ ბევრჯერ ვიდგები და თუ ეს დანაშაულია, ჯარიმაც დამაკისრონ და კიდევ დიდახანს ვიჯდები ციხეში"- აცხადებს სტუდენტი რეზი დუმბაძე.