სამარცხვინო რეალობაა, რომ რამიშვილი მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის “ოცნებას" მადლობას უხდის - თეონა ჭალიძე

22.03.23 14:09
სამარცხვინო რეალობაა, რომ რამიშვილი მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის “ოცნებას" მადლობას უხდის - თეონა ჭალიძე

 სამარცხვინო რეალობაა, რომ შალვა რამიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს “ქართული ოცნებიდან” - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თეონა ჭალიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

პოლიტიკოსი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ქალს, რომლებიც რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ღიად საუბრობენ: 

“ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. საქართველოში და არამარტო, ბევრი გარემოება ქალებს ხელს უშლით, რომ ამ მძიმე გამოცდილებებზე საჯაროდ ან საერთოდ ისაუბრონ. ე.წ ქართული კონტექსტიდან გამომდინარე რთული იყო აქამდეც ამ საკითხზე საუბარი, ამიტომ შემთხვევიდან ხუთი და ათი წლის მერეც მორალურად ყოველთვის გამართლებულია ამ საკითხზე საუბარი. ამით შესაძლოა სხვა ქალები გადაურჩნენ მსგავს ტრამვებს. შესაბამისად ყოველთვის სოლიდარული ვარ იმ ქალების მიმართ ვინც თავს იცავს და იწყებს მოქმედებას არსებული მექანიზმების გამოყენებით მოძალადის სამხილებლად. ყველა პასუხიმგებლიანი მოქალაქის ვალია რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის სექსუალური შევიწროების ფაქტებზე. მინიმუმ იმით, რომ მხარდაჭერა გამოვიჩინოთ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და თუ ჩვენზეა დამოკიდებული უფრო ეფექტური მეთოდით რეაგირება, ვიმოქმედოთ შესაბამისად, მივმართოთ სახალხო დამცველის ოფისს საკითხის შესწავლის მიზნით და/ან სასამართლოში სარჩელის წარდგენით. 
სამარცხვინო რეალობაა, რომ შალვა რამიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისა და სწორი პოზიციისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს “ქართული ოცნებიდან”. 

სოლდარობა მაკოს, გვანცას, ანანოს, თათიას და სხვებს...“ - წერს თეონა ჭალიძე საკუთარ სოციალურ ქსელში