4 დაღუპული და რამდენიმე მძიმედ დაშავებული - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს
ოთხი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ გამხორციელებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.
BBC- ის ცნობით, რუსულმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს რამდენიმე უკრაინული ქალაქი, სადაც ამ დრომდე აფეთქებების ხმა ისმის.
დაშავებულთა შორისაა 11 წლის მოზარდი, რომლის გადარჩენა უკრაინელმა მაშველებმა შეძლეს. რამდენიმე ადამიანს შენობების ნაგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
გამოცემის ინფორმაციითვე, აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებები განხორციელდა სევატოპოლის საპორტო ქალაქშიც.