"ამერიკელმა ექიმებმა თქვეს, რომ სააკაშვილს გარდაუვალი სიკვდილი ემუქრება" - "ფრანს პრესი" სააკაშვილზე
"ფრანს-პრესმა" მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატის დახმარებით ინტერვიუ ჩაწერა.
ავტორი სტატიაში წერს, რომ გამოჩენილი პროდასავლელი რეფორმატორი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მას პატიმრობაში განუვითარდა.
სტატიაში ყურადღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის გამახვილებული და ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტმა პატიმრობაში ყოფნის დროს 50 კილოგრამზე მეტი დაიკლო.
"ჩემი წონა დაეცა იმ დონემდე, რომ ექიმების თქმით, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ორგანოს უკმარისობა", - განაცხადა სააკაშვილმა.
სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს ემუქრება გარდაუვალი სიკვდილი მრავალი ნევროლოგიური და კუჭ-ნაწლავის დაავადებიდან გამომდინარე, თუ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ წაიყვანეს.
"ფრანს პრესი" ასევე ხაზგასმით იტყობინება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობაში „წამების“ შედეგად გაუარესდა."