რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - ТАСС
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა.
ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ - საჰაერო მიმოსვლა და ვიზების გაუქმება რუსეთში. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე“, - განაცხადა დეპუტატმა ოთხშაბათს ეკონომიკურ ფორუმზე.
კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია განსჯა, როდის და რა თანმიმდევრობით იქნება ეს გადაწყვეტილებები.