სამი ადამიანი ამოვიცანი ნიღბების უკან - ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ადამიანებში, რომლებიც დღეს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ნიღბებით დახვდნენ სამია ადამიანი - ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი ამოიცნო.
ვაშაძის თქმით, სწორედ ასე ემალებიან ისინი ხალს და სწორედ ასეთი ყალბი გარემო აქვთ შექმნილი.
როგორი ყალბებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, ისეთი ყალბია ეს აქცია. სამი ადამიანი ამოვიცანი ნიღბების უკან - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
ნიღბების უკან ეს ადამიანები იდგნენ და ასე ემალებიან ისინი ხალხს. ასეთი ყალბი გარემო აქვთ შექმნილი თავისთვის მაგალითად, „ფეისბუქში“. ასეთი ყალბი ანგარიშებით უკომენტარებენ ერთმანეთს და „ულაიქებენ“. შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგალითად, მათ „პოსტებზე“ და ნახავთ, რომ 80-90% არის ყალბი. ხანდახან ვიეტნამელებს იხმარენ ხოლმე, ხან ფილიპინელებს, ხან ინდონეზიელებს. რეალურად მარტო არიან დარჩენილი და ყალბი აქციების მეტი სხვა პერსპექტივა ამ ხალხს არ აქვს. ეს სიყალბე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში და ევროკავშირისკენ უნდა წავიდეთ. ბიძინა, ირაკლი, ირაკლი - გიცანით სამივე, რა!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერებს შეხვედრის დაწყებისას ახალგაზრდების ჯგუფი სახეზე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებიანი ნიღბებით დახვდნენ და შენობაში შეურაცმყოფელი სიტყვებით შეაცილეს.